00:15 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-16 21:17:27, 1008 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს - ოლაფ შოლცს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველო მთავრობა ავრცელებს.

სატელეფონო საუბრისას პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ევროკომისიის მიერ მიღებულ დადებით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით  ისაუბრეს.

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, რაც დადასტურებულია ევროკომისიის მიერ.

"მთავრობის მეთაურმა ოლაფ შოლცს ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის შემდგომი მხარდაჭერის დიდ მნიშვნელობას.

კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო წლის ბოლოს ევროპული საბჭოსგან ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაციის დადასტურების მოლოდინშია, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

მთავრობის მეთაურის თქმით,  საქართველოს ხელისუფლება  გააგრძელებს რეკომენდაციების შესრულების წარმატებით დაწყებულ პროცესს.

ირაკლი ღარიბაშვილი და ოლაფ შოლცი შეთანხმდნენ, შემდგომი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით გააგრძელონ ინტენსიური კომუნიკაცია და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics