10:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-14 12:47:45, 552 ნახვა

საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სტამბოლში გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, საგზაო პოლიციის ევროპის რეგიონალური ქსელის შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა - ლაშა ჯოხაძემ.

"შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სხვადასხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებს შორის საგზაო უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ასევე, საერთო მიდგომების შემუშავება ზემოხსენებული მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილე სახელმწიფოების მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევებისა და მათი ეფექტიანად დაძლევის თემატიკაზე, ასევე, აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 50-ზე მეტი სახელმწიფოს სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები", - აღნიშნულია ფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics