18:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-12 18:54:42, 796 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპი - მე ყველას გვერდით ვარ, როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელების - იარაღი უნდა გაჩერდეს, კმარა, ძმებო

რომის პაპი ფრანცისკე ღაზას სექტორში მცხოვრებლებისთვის მეტი ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის მოწოდებით გამოდის.

პაპმა ყოველკვირეული ქადაგებისას ასევე მოუწოდა "ჰამასს", გაათავისუფლოს მძევლები.

ვატიკანში გამოსვლისას პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ მისი "ფიქრები ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე არსებულ ტანჯვას და სერიოზულ ვითარებას ეხება".

"მე ყველას გვერდით ვარ, ვინც იტანჯება, როგორც პალესტინელების, ისე ისრაელელების. იარაღი უნდა გაჩერდეს, ის არასდროს მოიტანს მშვიდობას და კონფლიქტი არ უნდა გაფართოვდეს. საკმარისია, კმარა, ძმებო, კმარა. დაე, ღაზაში დაუყოვნებლივი დახმარება მიიღონ. მოქალაქეები უნდა იყვნენ დაცულები და მეტი ჰუმანიტარული ტვირთი უნდა მიეწოდოს დატანჯულ მოსახლეობას. მძევლები, რომელთა შორის ბევრი ხანდაზმული და ბავშვია, უნდა გათავისუფლდნენ“,- თქვა პაპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics