05:25 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-11 17:25:24, 958 ნახვა

სამართალი
ბერაია - უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვას

უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვას, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ბერაიას თქმით, უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილია და მაღალი ეფექტიანობით ებრძვის ტერორისტულ საფრთხეებს.

"უსაფრთხოების სამსახური წარმატებით აგრძელებს საქართველოს და მისი მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვას. კიდევ ერთი განეიტრალებული საფრთხე და თავიდან აცილებული დანაშაული. უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის დაკავება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რასაც სუს-ზე და მისი კოორდინაციით განხორციელებულ კონტრტერორისტულ ძალისხმევაზე ხაზგასმით აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები - უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ მომზადებული და აღჭურვილია და მაღალი ეფექტიანობით ებრძვის ტერორისტულ საფრთხეებს. ამ ქმედითი ნაბიჯების უკან დგანან ღიერსეული პროფესიონალები, ვისაც არაფერი გამოეპარებათ, რაც საფთხის შემცველი ან საყურადღებოა. ჩემი დიდი პატივისცემა და მხარდქერა მათ. საქართველოს უსაფრთხოება საიმედო ადამიანების ხელშია", - განაცხადა ბერაიამ.

ცნობისთვის, სუს-მა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics