19:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 10:49:49, 1049 ნახვა

მსოფლიო
Deutsche Welle - ისტორიაში პირველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წარმომადგენელი არ აირჩიეს

ისტორიაში პირველად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში რუსეთს წარმომადგენელი არ ეყოლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

Deutsche Welle-ს ცნობით, ეს 1946 წლიდან პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის წარმომადგენელი არ აირჩიეს. კენჭისყრაში ხმა კი ავსტრალიის, მექსიკის, სამხრეთ აფრიკის, რუმინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს მისცეს.

აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და აღნიშნა, რომ გაერომ რუსეთის ბოროტული გავლენისგან გაწმენდა დაიწყო.

"გაერომ რუსეთის ბოროტული გავლენისგან გაწმენდა დაიწყო. პირველად ისტორიაში გაეროს წევრმა ქვეყნებმა უარი თქვეს რუსეთზე და იმაზე, რომ რუსეთმა მათი სახელით საერთაშორისო სასამართლოში გადაწყვეტილებები მიიღოს. მსოფლიო ხედავს, ვინ ანადგურებს საერთაშორისო სამართალს და არ იცავს მას. ვულოცავთ ავსტრალიის, მექსიკის, სამხრეთ აფრიკის, რუმინეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს გამარჯვებას გაეროს საერთაშორისო სასამართლოს არჩევნებში", - წერს ზელენსკი X-ზე (Twitter-ზე).

ცნობისთვის, საერთაშორისო სასამართლო 15 მოსამართლისგან შედგება, რომელთა უფლებამოსილების ვადაც 9 წელია. ამასთან, არჩევნები ყოველ 3 წელიწადში ერთხელ 5 ვაკანტური ადგილისთვის იმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics