11:05 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 13:13:39, 624 ნახვა

პოლიტიკა
წითლიძე - ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი, რომ ქვეყანამ სტატუსი მიიღოს

საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ჩვენი ისტორიული თვითმიზანი არის, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომელიც იქნება გარანტი საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის თავისუფლების და საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 90% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„კანდიდატის სტატუსის მიღება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიც არ უნდა იყოს რუსული ოცნების მცდელობა, რომ ეს გეოპოლიტიკური შესაძლებლობა, რომელიც უკრაინელების თავგანწირულმა ბრძოლამ მოიტანა, ქვეყანამ და საქართველოს მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა არ უნდა დაკარგონ. ჩემი პარტია, როგორც ყველაზე დიდი პროდასავლური პარტია, არის მთავარი ლობისტი  საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი",- განაცხადა წითლიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობა არის  რეგიონში უსაფრთხოების გარანტი.

„ევროპას და აშშ-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სჭირდებათ ძლიერი საქართველო, თავისუფალი, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება მისი თანაბარი და სრულფასოვანი პარტნიორი",- ამბობს წითლიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics