15:24 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 11:34:47, 999 ნახვა

პოლიტიკა
ლავროვი - ახლო მომავალში „3+3“ ფორმატში, შესაძლოა, საქართველოც ჩაერთოს

ახლო მომავალში „3+3“ ფორმატში, შესაძლოა, საქართველოც ჩაერთოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სამხრეთ კავკასიის შესახებ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

ლავროვის თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ქმედება "ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს".

"თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც მათ არაერთხელ დაუდასტურებიათ, ყველა საკუთარ ქმედებაში, პირველ რიგში, ძირეული ეროვნული ინტერესებიდან გამოდის. ეს იძლევა საფუძველს, ივარაუდო, რომ "3+3-ის" სრულყოფილი ფორმატი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ამოქმედდეს", - განაცხადა ლავროვმა.

მისივე თქმით, შეხვედრის დროს ყველა მონაწილე შეთანხმდა, რომ „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის "კარი ღია რჩება".

"ჩვენ გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით თავს იკავებს ამ "ექვსეულში" გაწევრიანებისგან და ვაფასებთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამის მომავალში გაკეთების შესაძლებლობიდან გამომდინარეობს", - დასძინა ლავროვმა.

ცნობისთვის, ირანში სამხრეთ კავკასიის შესახებ საკონსულტაციო რეგიონული პლატფორმის „3+3“ მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც მონაწილეობაზე საქართველომ უარი განაცხადა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, "საქართველო არ მონაწილეობს აღნიშნულ შეხვედრაში და არც არასდროს მიუღია მონაწილეობა".

აღშანიშნავია, რომ „3+3“-ის ფორმატის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.

აღნიშნული ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წლის 10 დეკემბერს გაიმართა. მასში თურქეთთან ერთად რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანი მონაწილეობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
კობახიძე: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, ტრაგიკული მოვლენაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics