22:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 22:07:39, 861 ნახვა

საზოგადოება
ისნის გამგეობამ ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანა

ისნის გამგეობამ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანა

ისნის რაიონში, ვაზისუბნის I მ/რ-ის N8 კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპისთვის, სასტუმროში  გადაყვანილია ყველა ოჯახი, ვინც  დაბინავებაზე თანხმობა განაცხადა.

მერიის ცნობით, კორპუსის მდგომარეობასა და მდგრადობას თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

ცნობისთვის, ვაზისუბანში აფეთქების შედეგად ხანძარი დღეს გაჩნდა, პირველადი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics