20:08 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 19:31:23, 964 ნახვა

ეკონომიკა
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომაზე საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის აღნიშვნის საკითხი განიხილეს

უზბეკეთში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე, სხვადასხვა საკითხებთან ერთად 2024 წელს, საქართველოში დაგეგმილი მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნი ღონისძიება განიხილეს, რომელსაც ტურიზმის ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოში მასშტაბური ღონისძიების ჩატარებას ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

"საბჭოს სხდომაზე 2024-25 წლების გეგმები, UNWTO-ის რეგიონული და თემატური ოფისების შექმნა, მდგრადი ტურიზმის განვითარების ინიციატივები და სხვა საკითხები განიხილეს.
სამარყანდში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის შეხვედრებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული მონაწილეობენ", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics