|
2023-10-17 13:35:54, 564 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ზურაბიშვილი დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად, „წარმატებები“ მას ამ საქმეში
სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი, რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტად, „წარმატებები“ მას ამ საქმეში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კობახიძე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ინსტიტუტები მოშლილია“. მისი თქმით, ისევე, როგორც „ნაცმოძრაობას“, სალომე ზურაბიშვილსაც აღიზიანებს ქვეყნის ყოველგვარი წარმატება და ის ბოლომდე მიყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც მიყვება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. „მინდა შეგახსენოთ ჩვენ ქვეყანაში რა ვითარება გვაქვს - მშვიდობას ვინარჩუნებთ უკვე მე-12 წელი დაიწყება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა შარშან, შარშანწინ, წელსაც ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, დეკემბერში სადაცაა ვაპირებთ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს ყველაფერი არის სწორედ ინსტიტუტების დამსახურება, იმ ინსტიტუტების დამსახურება, რომლებიც ასე აღიზიანებს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. აქაც არის თანხვედრა სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ „ნაცმოძრობას“ შორის. ისევე, როგორც „ნაცმოძრაობას“, მასაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ყოველგვარი წარმატება და ის ბოლომდე მიყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც მიყვება თავის მხრივ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი ერთი წელიწადი, რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ "ნაცმოძრაობის" პრეზიდენტად. „წარმატებები“ მას ამ საქმეში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)