11:29 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 09:51:27, 649 ნახვა

მსოფლიო
CNN - ეგვიპტე ღაზას სექტორთან რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის

ეგვიპტე ღაზას სექტორთან რაფაჰის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს გახსნის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ისრაელში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ხნით გაიხსნება სასაზღვრო-გამშვები პუნქტი.

"გაურკვეველია, თუ რამდენ ხანს ექნებათ ნებართვა მგზავრებს, გადასასვლელი გაიარონ. თუ გადასასვლელი გაიხსნება, ეს მხოლოდ შეზღუდული დროით მოხდება",- აცხადებენ საელჩოში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics