21:07 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 21:59:20, 890 ნახვა

მსოფლიო
ჰამასმა ისრაელის ცენტრალური ნაწილი კვლავ დაბომბა, დაღუპულია 150 ისრაელის მოქალაქე

ისრაელის ეროვნული სამედიცინო სამსახურის ცნობით, პალესტინელმა ბოევიკებმა რაკეტები გაუშვეს თელ-ავივს, ბატ იამს, რიშონ ლეზიონს და სხვა ქალაქებს ისრაელის ცენტრალურ ნაწილში.

დაბომბვა ადგილობრივი დროით დაახლოებით 20:00 საათზე დაიწყო.

ჰამასმა განაცხადა, რომ ღაზას ცენტრში მდებარე 11 სართულიან შენობაზე პალესტინის მაღალსართულიან შენობაზე თავდასხმის საპასუხოდ ისრაელს 150 რაკეტა ესროლა.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 150 ისრაელის მოქალაქე უკვე დაიღუპა და მინიმუმ 1 ათასი დაშავდა, იტყობინება ისრაელის მედია ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

მანამდე 100 დაღუპული იყო.

Al Jazeera, სამედიცინო წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ მინიმუმ 160 პალესტინელი დაიღუპა ღაზაში ისრაელის საპასუხო თავდასხმების შედეგად.დაშავებულია  1000 ადამიანი.

ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა, რის შედეგადაც ისრაელში 100 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 800 დაშავდა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ კონტრშეტევა დაიწყეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics