11:19 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-05 16:51:54, 793 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს, ჰანს კლუგეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა, საქართველოში, სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები,პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი განიხილეს.

"მინისტრის განცხადებით, მოდელის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები მკვეთრად შემცირდა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, სამედიცინო დაწესებულებებში DRG მოდელის დანერგვა ჯანდაცვის სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

ჰოსპიტალურის სექტორის დაფინანსების DRG მოდელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმაც შეაფასა. ჰანს კლუგეს განცხადებით, აღნიშნული მოდელით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულების მართვა კი გაუმჯობესდა და მეტად გამჭვირვალე გახდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებასაც, ასევე, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, გაიდლაინების შემუშავებისა და დანერგვის გამოცდილებასა და საერთაშორისო პრაქტიკას.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს, კიდევ უფრო გააუმჯობესოს სახელმწიფო პროგრამები, გახდეს უფრო ყოვლისმომცველი და უპასუხოს მოქალაქეების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

შეხვედრაზე მხარეებმა, ერთობლივი სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ოქსანა დომენტი და როი ვალდა ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics