12:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 21:17:23, 755 ნახვა

საზოგადოება
სუს-ში გამოკითხვაზე ორგანიზაცია „კანვას - საქართველო“-ს კიდევ ერთი წევრი დაიბარეს

ორგანიზაცია „კანვას - საქართველო“ წევრი, ნინო გოგიბერიძე, რომელიც USAID-ის ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

როგორც ნინო გოგიბერიძემ ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბრისას განაცხადა, ის გამოკითხვაზე 315-ე მუხლით არის დაბარებული.

"სუს-ი ორი კვირაა განცხადებას განცხადებაზე ავრცელებს გადატრიალებასთან დაკავშირებით, მათ შორის გამოჰკითხეს ჩემი სერბი კოლეგები და ალბათ, ამასთან დაკავშირებით [დამიბარეს].

როგორც მე განმემარტა, გამოკითხვაზე ვარ დაბარებული 315-ე მუხლით... მე მგონია, რომ ამას აქვს პროპაგანდის ხასიათი, მათ სურვილი აქვთ, შეაკოწიწონ და წარმოუდგენელი სცენარები ააწყონ, რომ ვიღაცები ტრენინგებს გადიან სახელმწიფო დამხობის საკითხებზე", - განაცხადა ნინო გოგიბერიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 2 ოქტომბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „კანვასთან“ დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics