22:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-28 21:34:10, 727 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - სომხეთის მიერ რომის სტატუსის რატიფიცირება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას იქონიებს

სომხეთის მიერ რომის სტატუსის რატიფიცირება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას იქონიებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

როგორც უწყებაში ამბობენ, სომხეთის განცხადება, რომ ეს არანაირ გავლენას არ იქონიებს რუსულ-სომხურ ურთიერთობებზე, "სინამდვილეს არ შეესაბამება".

"სომეხ პარტნიორებს თავდაპირველად მიეწოდათ ინფორმაცია სომხეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუსი რატიფიცირების მიუღებლობის შესახებ, როდესაც ამ სტრუქტურამ გასცა „დაპატიმრების ორდერი“ რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის მიმართ. ორმხრივი შეთანხმების გაფორმების შესახებ ერევნის ინიციატივა განხილულ იქნა, მოსკოვმა შესთავაზა კომპრომისული ვარიანტი, რომელიც შეიძლება მოერგოს ორივე მხარეს. სამწუხაროდ, ის არ გაითვალისწინეს, ამის ნაცვლად კი სომხეთმა რომის სტატუსის რატიფიცირების სასარგებლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics