15:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-26 16:34:33, 992 ნახვა

საზოგადოება
EU-დან საქართველოში შემოყვანილი ავტომობილების რუსეთში ექსპორტი აიკრძალა

დღეიდან, 26 სექტემბრიდან, ძალაში შევიდა განკარგულება, რომლის თანახმად, ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი იკრძალება.

ევროპული საბჭოს დოკუმენტის მიხედვით, აკრძალვა ეხება მანქანებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1 900 კუბურ სანტიმეტრს. ასევე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს.

"2014 წლის 31 ივლისის კონსოლიდირებული ვერსიის დანართში მე-11 პაკეტის სახით შესული ცვლილების თანახმად, 2023 წლის 26 სექტემბრიდან, მიუხედავად ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებისა, აიკრძალება ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი 1 900 კუბურ სანტიმეტრზე დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილების ისევე, როგორც ყველა ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანის რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთის ფედერაციაში",- აღნიშნულია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 1-ელი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი ან ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics