19:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 11:40:00, 651 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო საფოსტო ოპერატორებს უზიარებს გამოცდილებას

მიმდინარე წლის 12 – 14 სექტემბერს, მსოფლიო საფოსტო კავშირის ორგანიზებით, საქართველოში, გაიმართა ტრენინგი სახელწოდებით „წინასწარი ელექტრონული მონაცემები, საბაჟო დეკლარაციის სისტემა და საფოსტო უსაფრთხოება“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, ღონისძიება ჩატარდა პროექტის „უსაფრთხოება და საბაჟოსთან დაკავშირებული ელექტრონულ მონაცემთა მიმოცვლის“ ფარგლებში (“Security and Customs Related Electronic Data Exchange Extension (SECUREX-extension) project”)).

"ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, სერბეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლაოსის, მოლდოვის, მონღოლეთის, პაკისტანის დანიშნულმა საფოსტო ოპერატორემა და საბაჟოს წარმომადგენლებმა, ასევე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის, მსოფლიო საფოსტო კავშირის და ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებმა. სემინარის ფარგლებში, საქართველოს ფოსტამ  გაუზიარა გამოცდილება მონაწილე ქვეყნებს.

სემინარის მსვლელობისას, მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა წინასწარი ელექტრონული მონაცემების, საბაჟო დეკლარაციის სისტემისა და საფოსტო უსაფრთხოების მიმართულებით",- ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics