00:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 18:56:19, 963 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიის პრესმდივანი - ევროკომისია აგრარული პროდუქციის იმპორტზე კონტროლის გასამკაცრებლად კიევისგან ნაბიჯებს ელოდება

ევროკომისია ელოდება კიევისგან ნაბიჯებს აგრარული პროდუქციის იმპორტზე კონტროლის გასამკაცრებლად. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკომისიის პრესმდივანმა, მირიამ გარსია ფერერმა განაცხადა.

მისივე თქმით, კიევში მზად არიან, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინული აგრარული პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტი არ გაიზრდება.

„ჩვენ უკრაინასთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ მომდევნო 30 დღეში ისინი აამოქმედებენ აგრაგრული პროდუქციის ექსპორტისთვის საჭირო სისტემას. ასევე, კიევში აცხადებენ, რომ მზად არიან, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები, რათა გარანტირებული იყოს, რომ უკრაინული აგრარული პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტი არ გაიზრდება. ჩვენ დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება საკოორდინაციო პლატფორმის ფარგლებში, სადაც ამას განვიხილავთ და უკრაინა წარმოადგენს ზომებს, რომლებიც კიევმა მიიღო, ასევე სამოქმედო გეგმას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესმდივანმა.

ცნობისთვის, 15 სექტემბერს ევროკომისიამ განაცხადა, რომ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვა აღარ გახანგრძლივდება, იმ პირობით, რომ კიევი ექსპორტის შემზღუდავ ზომებს მიიღებს.

მიუხედვად ამისა, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა გადაწყვიტეს, უკრაინული აგრაგრული პროდუქციის იმპორტზე ცალმხრივი შეზღუდვები შემოიღონ. კიევში აცხადებენ, რომ ამ ქვეყნებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში უჩივლებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics