|
2023-09-14 12:20:41, 1031 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი OC Media-ზე - ფული, რომელიც იმ მიზნით იხარჯება, რომ პლურალიზმი წახალისდეს, პროპაგანდისა და ცენზურისთვის გამოიყენება
მედია, რომელიც სრულად უცხოური დაფინანსებით მაუწყებლობს საქართველოში, უფრო სწორად აქვს ონლაინგამოცემა და რომელშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების, დონორების ფული იხარჯება, გამოდის, რომ ეს ფული იხარჯება პროპაგანდასა და ცალმხრივ ჟურნალისტიკაში. არადა, დონორები ფიქრობენ, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმს სჭირდება წახალისება და ამისთვის აძლევენ გამოცემას ფულს,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი OC Media-ს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს. პაპუაშვილის თქმით, წერილს, მედიასაშუალებას ექსკლუზიურად სთავაზობდა. „სამწუხაროდ, რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო ჩვეულებრივი ცალმხრივი ჟურნალისტიკის მაგალითი. ის მედია, რომელიც სრულად უცხოეთიდან ფინანსდება და რომელსაც თითქოს პრეტენზია აქვს, რომ იყოს მიუკერძოებელი და პლურალისტური, აღმოჩნდა, რომ არის ჩვეულებრივი, ტიპური ცალმხრივი ჟურნალისტიკა, სადაც, აზრს, რომელსაც არ ეთანხმებიან, უბრალოდ აცენზურებენ, ჭრიან და საკუთარ მსმენელამდე თუ მკითხველამდე არ მიაქვთ... სხვათაშორის, მათ გამოხმაურებაში აღნიშნეს, რომ ისინი შინაარსს არ ეთანხმებოდნენ. თუ არ იცოდნენ შინაარსი რა არის, როგორ არ ეთანხმებოდნენ მას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე განმარტებით, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტს ონლაინგამოცემასთან კომუნიკაცია ჰქონდა, რომ პასუხი გამოქვეყნებულიყო მათ სტატიაზე და შეთანხმდნენ, რომ მათ წერილზე ცალკე პასუხი გამოქვეყნდებოდა. „შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტატია დაწერეს და ბოლოში მიაწერეს ჩემი გამოხმაურება. ამანაც აჩვენა, რა წვრილმან შარლატანობასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც, მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის კომუნიკაცია დონორებთან, ფული, რომელიც საქართველოში იმ მიზნით იხარჯება, რომ პლურალიზმი, ლიბერალური ღირებულებები წახალისდეს, ასეთი მედიების მიერ გამოიყენება პროპაგანდისთვის, ცენზურისთვის", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, 12 სექტემბერს OC Media-მ სათაურით - "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს" სტატია გამოაქვეყნა. როგორც გამოცემა წერს, პაპუაშვილმა ამ გზით სცადა მედიასაშუალებაზე გავლენის მოხდენა ან მისი დასჯა. OC Media-ს სტატიაში ნათქვამია, რომ სულ მცირე, ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელიც მათ აფინანსებს, დაადასტურა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფისმა, უარის თქმის შემდეგ, მათ წერილობით მიმართა.
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)