22:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 22:24:19, 709 ნახვა

საზოგადოება
ილია ღუდუშაური - DRG სისტემის ამოქმედებიდან 10 თვის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დადებითი შეფასება გვაქვს

დაფინანსების DRG მოდელის ამოქმედებიდან 10 თვის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დადებითი შეფასება გვაქვს, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად შემცირდა, რითაც მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა. 

„DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, ნახევარ მილიონამდე სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული. რეფორმის დაწყებისთანავე, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, რომლებიც რეფორმის მიმდინარეობას სწავლობენ. 10 თვის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დადებითი შეფასება გვაქვს, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს, რომ DRG სისტემა კიდევ უფრო გაფართოვდეს. 

„ვფიქრობთ, წლის ბოლოს, სრულად მოვიცვათ მსოფლიოში აპრობირებულ სერვისებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსახლეობის დაცულობის ზრდა. ეს ნიშნავს, რომ სამედიცინო სერვისების დაფინანსების ნაწილში, მოსახლეობის დანახარჯები მაქსიმალურად შემცირდეს“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics