22:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 10:53:02, 834 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ბათუმში თოჯინების პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა

ბაზისბანკის, როგორც ქართული კულტურის მხარდამჭერის ფინანსური კონტრიბუციით, 8 სექტემბრიდან - 13 სექტემბრის ჩათვლით, ბათუმი თოჯინების პირველ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, მონაწილე მსახიობებმა, 6 მეტრიან თოჯინა „ხეტიალასთან“ ერთად გახსნეს და მასთან ერთად ბათუმის ქუჩები მოიარეს, „საოცრებათა მოედანზე“ კი კახაბერის მუსიკის თანხლებით, საოცარი ემოციები შეუქმნეს ადგილობრივ მოსახლეობასა და ქალაქის ვიზიტორებს.

თეატრალურ ფესტივალში შვიდი პროფესიული სახელმწიფო თეატრი მონაწილეობს, რომლებიც თურქეთის, ყაზახეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ საერთაშორისო ჟიურის, 8 საკონკურსო და ორ არასაკონკურსო სპექტაკლს წარუდგენენ. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლებზე დასწრება მაყურებლისთვის თავისუფალია. 

13 სექტემბერს ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი რეჟისორები, ხელოვნებათმცოდნეები, ქართველი მსახიობებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ.

თოჯინების საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრმა, საქართველოს თოჯინების პროფესიული თეატრების გაერთიანებასთან ერთად დააფუძნა, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

„ბაზისბანკს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული თეატრის პოპულარიზაციის და თანამედროვე სახელოვნებო პროცესების მხარდაჭერის მიმართულებით. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, განვითარების კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს ქართულ კულტურას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ბათუმის პირველ საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი, რომლის მიზანია დარგის განვითარების მიზნით, პოპულარიზაცია გაუწიოს თოჯინურ თეატრებს. დარწმუნებული ვართ, რომ ბაზისბანკის ხელშეწყობით, მომავალშიც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics