22:24 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 16:02:53, 873 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს სამხედრო-მოსამსახურეებისათვის როგორც საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვას, ასევე შესაბამისი ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობას.

„ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს დახმარებით გაიარონ სხვადასხვა ტრენინგები და საინფორმაციო კურსები თანამედროვე სამეწარმეო კულტურის გაცნობისა და ბიზნესის წამოწყებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების შესახებ.

თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა ზაზა ჩოხელმა და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი გაბრიაძემ მოაწერეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics