23:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-08 18:58:46, 824 ნახვა

საზოგადოება
შსს - გურიაში, სტიქიის ზონაში მუშაობა საგანგებო რეჟიმში გრძელდება - უსაფრთხო ადგილზე 50-მდე ადამიანია გადაყვანილი

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. 

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მეხანძრე-მაშველების მიერ გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვნები და არასრულწლოვანები. ნაპოვნია ორი ცხედარი და ერთი მოზარდის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

ცნობისთვის, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სტიქიის შემდეგ გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვნის ძებნის ღონისძიება მიმდინარეობდა, დღეს დილით გაავრცელა.

ამასთან, მოგვიანებით, მაშველებმა სოფელ ჯუმათში ერთი არასრულწლოვანის ცხედარი იპოვეს.
აღსანიშნავია ასევე, რომ მდინარე ლესის წყლის ადიდების გამო, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. მოძრაობა შეიზღუდა  შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის გზაზეც, სადაც შვავი ჩამოვიდა. 

სტიქიის შედეგებს ებრძვიან ქობულეთშიც, სადაც მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე აჭყვამ რამდენიმე ქუჩა დატბორა, სოფლებში კი მეწყრული პროცესები განვითარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics