02:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-01 16:06:52, 940 ნახვა

საზოგადოება
ნუცუბიძის ქ. N46-ში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის ქ. N46-ში, 800 კვ. მ ფართობზე სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, განახლდა ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა შესაბამისი ინვენტარი.

„სამუშაოებისთვის, რომელიც კომპანიამ „დოკასპორტი“ შეასრულა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 99 551 ლარი გამოიყო.

საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე დასრულებულ პროექტს ადგილზე გაეცნო.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს დასასვენებელი სივრცის მოწყობა. სამუშაოების შედეგად, 2 000 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ჰიდროთესვის მეთოდით დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „ლაგო“ ასრულებს. პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 519 397 ლარია გამოყოფილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 
 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics