00:46 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-29 12:01:10, 711 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

კარასინის თქმით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება.

"რუსეთის ფედერაცია აკეთებს ყველაფერს შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა დონეზე და ყველა მის ხელთ არსებული კონტაქტებით, იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების მიმართულებით წინ წაიწიონ. ეს საკითხი არ არის იოლი. იმიტომ რომ არის მეორე მხარე, ვგულისმობ კოლექტიურ დასავლეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლებიც საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს [ქვეყნებს], თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აღიარება იქნება. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის... ხელის ერთი გატკაცუნებით ეს არ მოხდება, მაგრამ მიღწევადია“,- განაცხადა კარასინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics