|
2023-08-18 15:02:23, 687 ნახვა
საზოგადოება
გიორგი აბუთიძე - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ კლდოვან ფერდზე ახალი დამცავი ბადე ეწყობა, რომელიც მყარ ქანებში საკმაოდ ღრმად ჩაანკერდება
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე ფერდობის გაწმენდის და დამცავი ბადის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ტერიტორიას ბევრად უსაფრთხოს გახდის, - ამის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ფერდზე არსებული დამცავი ბადე, რომელიც წლების წინ მოეწყო, თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, რის გამოც, ტერიტორიაზე უსაფრთხოების ბადე ახალი მეთოდით მოეწყობა. „ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის გასწვრივ არსებული კლდოვანი ფერდი მართლაც დაზიანებულია - თუ არ ვცდები, 2010 წელს ტერიტორიაზე დამცავი ბადე სწორედ ამიტომ მოეწყო, რომელიც უკვე დაძველდა და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ტერიტორიის მოწესრიგება უკვე დაწყებული გვაქვს. პირველ ეტაპზე, მიმდინარეობს კლდის ჩამოწმენდის სამუშაოები. წვიმისა და მზისგან დაზიანებული ქვების ჩამოწმენდის შემდეგ, დაიწყება ახალი ბადის მოწყობა, რომელიც მყარ ქანებში ჩაანკერდება. ტერიტორიაზე ამჟამად არსებული ბადე მოწყობილია ფარდისებური პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაშალი მასალა ე.წ. ფარდის უკან ცვივა, ქვემოთ იკრიბება და შემდეგ გაგვაქვს. იმდენ ადგილზეა უკვე ეს კონკრეტული ბადე დაზიანებული და ქვები მხოლოდ ე.წ. ფარდის ქვეშ აღარ ცვივა, ამიტომ ახალი ბადის მოწყობა გადავწყვიტეთ“, - განაცხადა გიორგი აბუთიძემ. მისივე თქმით, თბილისის მერიამ მიმდინარე წელს მსგავსი ტიპის სამუშაოები არაერთ მისამართზე განახორციელა, რომელთა შორის კოსტავას ქუჩაზე არსებული ფერდის მოწესრიგებაც შედის. „ჩვენი თანამშრომლები მსგავს ადგილებს მუდმივ მონიტორინგს უწევენ, გვაქვს პრობლემური ადგილები მონიშნული და სამუშაოებს ქალაქის მასშტაბით, პრიორიტეტების მიხედვით ვახორციელებთ. ეს კონკრეტული ბადე კეთდება სხვა მეთოდით, რომელიც მყარ ქანებში საკმაოდ ღრმადაა ჩაანკერებული“, - აღნიშნა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა. გიორგი აბუთიძის განცხადებით, სამუშაოების დასრულებას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება, რომლის დროსაც, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ ერთ სამოძრაო ზოლში, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. „ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული გვაქვს. კლდის ჩამოწმენდის პერიოდში, 05:00-დან 07:00 საათამდე გზა იკეტება, ხოლო უშუალოდ ბადეების მონტაჟს როცა დავიწყებთ, გადაადგილება გზატკეცილზე არსებულ ერთ სამოძრაო ზოლში სრულად შეიზღუდება, რათა იმ შემთხვევაშიც კი, თუ ერთი პატარა კენჭი ჩამოვარდა, მისგანაც ვიყოთ დაცული“, - განაცხადა გიორგი აბუთიძემ.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)