|
2023-08-15 11:06:35, 689 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - გამრეკელის ქუჩაზე 4-სართულიანი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი 8-სართულიანი კორპუსით ჩანაცვლდება
ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, გამრეკელის პირველი შესახვევის N6-ში მდებარე ავარიული სახლის ადგილზე 8-სართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლით დაკმაყოფილდება 17 ოჯახი, რომელთაც გარემონტებული ბინები გადაეცემათ. მერის განცხადებით, კორპუსის მშენებლობა და სარემონტო სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 6 475 669 ლარს. „საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის პირველი შესახვევის N6-ში ავარიული სახლი მდებარეობს. ეს არის 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში, დანგრევის პირასაა, სადაც, დაახლოებით, 17 ოჯახი ცხოვრობს. ამ შენობის ნაცვლად, აშენდება 8-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. მზად ვართ, ყველა იმ ოჯახს დავეხმაროთ, ვისაც ასეთ პირობებში უწევს ცხოვრება. იცით, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის ცალკე პროგრამა არსებობს და იქაც მზად ვართ, მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ, რომ მარტო თბილისის განვითარების ფონდის მიერ არ მოხდეს აღნიშნული შენობების რეაბილიტაცია, ჩავრთოთ ბიზნესი და ხელი შევუწყოთ მოქალაქეებს, ნორმალურ გარემოში ჰქონდეთ ცხოვრების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს პროექტში ჩართულობისკენ მოუწოდა, რათა მათი ავარიული სახლებიც უსაფრთხო და გარემონტებული ბინებით ჩანაცვლდეს. „სამწუხაროდ ძალიან ბევრი შენობა-ნაგებობა გვაქვს დედაქალაქში, რომელსაც ავარიულობის სხვადასხვა ხარისხი აქვს მინიჭებული. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომლის საშუალებითაც, შევძლებთ აღნიშნული კორპუსების ჩანაცვლებას და იქ მცხოვრებ ადამიანებს სრულიად ახალ, თანამედროვე ქართული არქიტექტურით აშენებულ საცხოვრებელ სახლებს გადავცემთ. უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტები, რომლებიც მშენებლობის ფაზაშია, ასევე, სხვადასხვა მოსამზადებელ ეტაპზე არსებული და ისეთი პროექტებიც, რომლებიც ნებართვას ელოდება. პროგრამა კარგად მუშაობს, მაგრამ ვისურვებდი უფრო მეტ ჩართულობას, რომ უფრო მეტი ადამიანი იღებდეს მონაწილეობას. სამწუხაროდ, გვაქვს შემთხვევები, როდესაც ვიღაც უფრო მეტ ფართს ითხოვს, რისი უფლება და საშუალება არ გვაქვს. მზად ვართ, საცხოვრებელი ბინები გადავცეთ იმ ფართის ფარგლებში, რომელიც მათ ჰქონდათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)