10:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-11 19:54:25, 1535 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს და რუსი დამპყრობლები აიძულეს, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყვნენ

უკრაინაში ფრონტზე მდგომარეობა არ არის იდეალური, თუმცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სასწაული მოახდინეს და რუსი დამპყრობლები აიძულეს, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყვნენ, - ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა, პეტ რაიდერმა განაცხადა.

მისივე თქმით, შეერთებულ შტატებში თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ კონტრშეტევა რთული ბრძოლა იქნებოდა, იმისდა მიუხედავად, თუ როდის დაიწყებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინულ ძალებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს საჭირო შესაძლებლობები.

„მოდით, გადავდგათ ნაბიჯი უკან და ვაღიაროთ, რომ ეს არ არის იდეალური სიტუაცია. არავინ არასდროს ისურვებდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრილიყო, მაგრამ მათ [ეს] გააკეთეს. უკრაინელებმა რუსები აიძულეს, თავდაცვით პოზიციაში გადასულიყვნენ, რაც თავისთავად სასწაულია, თუ გავითვალისწინებთ უკრაინის არმიის მდგომარეობას რუსეთის შეჭრის დროს“, - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics