16:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-10 19:21:10, 1327 ნახვა

საზოგადოება
ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ФСБ მიიღებს წვდომას სერვისის სხვა ქვეყნებში განხორციელებული მგზავრობის მონაცემებზე, Yandex Go უარყოფს

Yandex Go კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) მიიღებს წვდომას სერვისის სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში განხორციელებული მგზავრობის მონაცემებზე.

კომპანიის ცნობით, რუსეთის კანონმდებლობა არ ვრცელდება საქართველოში წარმოდგენილ სერვისზე და არც ამ სერვისის მომხმარებლებზე, ვინაიდან ისინი ახორციელებენ მგზავრობას და იყენებენ აპლიკაციას რუსეთის ფედერაციის საზღვრებს გარეთ. 

„ნიდერლანდური კომპანია Ridetech International B.V., რომელიც ახორციელებს Yandex Go-ს სერვისს საქართველოში, მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და GDPR-ს სტანდარტების მიხედვით, ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა სუბიექტების ყველა გათვალისწინებულ უფლებას.

ისევე, როგორც ადრე, მონაცემების მოთხოვნა, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ სერვისის ფუნქციონირებასთან არის დაკავშირებული შესაძლებელია მხოლოდ ოფიციალური მოთხოვნით და მხოლოდ დადგენილი საერთაშორისო პროცედურების ფარგლებში.

ჩვენი კომპანია იცავს უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალ სტანდარტებს, რასაც ადასტურებს საერთაშორისო საჯარო ანგარიში SOC2/3“, - ნათქვამია Yandex Go-ს პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსულენოვანმა მედიასაშუალება "მედუზამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სულ მალე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) ექნება მუდმივი წვდომა Yandex-ის სერვისის მონაცემთა ბაზაზე. 

როგორც მედია იუწყება, რისკის ქვეშ არიან ასევე რუსეთის ფარგლებს გარეთ მყოფი მომხმარებლებიც, მათ შორის ქართველები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics