|
2023-08-07 15:02:51, 683 ნახვა
საზოგადოება
დაბადების დღე და შვილიშვილის ნათლობა - ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრების ზეიმი ტრაგედიის ფონზე
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო, 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღის მიუხედავად, "მთავარი არხის" ინფორმაციით, გუშინ, 6 აგვისტოს "ნაციონალური მოძრაობიდან" აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლევან ანთაძე მახინჯაურის ერთ-ერთ რესტორანში შვილიშვილის ნათლობას, მარტვილის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები კი, მარტვილის რესტორან "პლაზაში" დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. შესაბამისი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. "ღონისძიება შვიდში გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ გლოვის დღის გამო, ერთი დღით ადრე გადმოვიტანეთ. სტუმრები მყავდა შორი გზიდან, ამიტომ გამასპინძლების გარეშე ნათლობა ვერ ჩაივლიდა. რესტორანში ჩვენს გარდა, სხვებიც იმყოფებოდნენ, შესაბამისად მუსიკის ფონზე ქეიფის მხოლოდ ჩვენზე გადმობრალება არ არის გამართლებული",- აცხადებს ანთაძე, როგორც ამას tv25 იტყობინება. აღნიშნულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად,"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ "ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს კატეგორიულად მიუღებელია". "ასეთი გლოვის დღეებში, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვინც არ უნდა იყოს ეს, რამე სახის ქეიფი. კიდევ ვამბობ, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ადამიანისთვის, როგორც ორი შვილის მამისთვის, უმძიმესი საყურებელია ამდენი ოჯახის გამწარება, ამდენი ადამიანის გამწარება, ამდენი საყვარელი ადამიანი დაკარგეს ოჯახებმა, მცირეწლოვანი ბავშვები. ყოველდღიურად სტრესის ქვეშ გვიწევს მოქალაქეებს ცხოვრება და ცალსახად მინდა ვთქვა, ნებისმიერი ქეიფი ასეთ დროს ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და ცხადია, ეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გამართლდება",- თქვა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა, 16 პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სტიქიის ეპიცენტრიდან 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)