21:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 14:30:27, 896 ნახვა

საზოგადოება
ილჰამ ალიევი - გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას მსხვერპლების ოჯახებისა და ახლობლების, საქართველოს მეგობრული ხალხის მიმართ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო მისი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. საქართველოს პრემიერმინისტრისთვის გაგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ ალიევი დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, უკიდურესად ვწუხვართ შოვის საკურორტო ზონაში ძლიერი მეწყრის შედეგად ფართომასშტაბიანი ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გამო. ვიზიარებ თქვენს ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას თქვენი, მსხვერპლების ოჯახებისა და ახლობლების, საქართველოს მეგობრული ხალხის მიმართ, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით. დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას და ვისურვებ, რომ სტიქიის მიერ გამოწვეული შედეგები მალე აღმოიფხვრას," - ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 12 ადამიანი ემსხვერპლა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება - მაშველები 25-მდე ადამიანს ეძებენ. სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics