01:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-03 10:15:22, 579 ნახვა

საზოგადოება
წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით 60-მდე „საქმიანი ეზო“ მოეწყობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე „საქმიანი ეზოს’’ მშენებლობის მიმდინარეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში გაეცნო. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემის დანერგვის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს საქმიანი ეზოების მოწყობა.

მათივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მოწყობილია 40-მდე საქმიანი ეზო, რომლებსაც, წლის ბოლომდე, 20-მდე ახალი საქმიანი ეზო დაემატება. ამ ეტაპზე სამუშაოები ყვარელში, ახმეტაში, ტყიბულში, საჩხერეში ცაგერსა და მარტვილში მიმდინარეობს.

„ტყის კოდექსიდან გამომდინარე, ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ 2026 წელს სრულად ჩაანაცვლოს სოციალური ჭრის პრაქტიკა და მოსახლეობა უზრუნველყოს მდგრადი ტყისთსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით. აქედან გამომდინარე, 2023-2024 წლები სააგენტოსთვის არის გადამწყვეტი და წარმოადგენს სისტემის აწყობისთვის მოსამზადებელ ეტაპს, რისთვისაც საჭიროა როგორც ტექნიკური, ასევე მატერიალური რესურსების მობილიზება“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ.

სისტემის პილოტირებისთვის ეროვნული სატყეო სააგენტო საჭირო აღჭურვილობას შეიძენს, რისთვისაც გამოყოფილია, დაახლოებით, 10 მილიონი ლარის დაფინანსება, საიდანაც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 5 მილიონი ლარი, ხოლო დანარჩენი დონორის მიერ გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერაა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics