01:55 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 10:44:45, 758 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 15 წლიანი პარტნიორობა გრძელდება

ბაზისბანკსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა 15 წლის წინ დაიწყო და დღემდე წარმატებით გრძელდება. 

ბაზისბანკი, წლების განმავლობაში, უზრუნველყოფს ილიაუნის მაგისტრების განათლების დაფინანსებას და ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების სტაჟირებასა და დასაქმებას ბანკში, სტუდენტების პერსონალური კომპიუტერებით უზრუნველყოფას. ბანკს წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვაში.

ბაზისბანკის მიერ სასტიპენდიო ვაუჩერებით დაჯილდოვდა „ილიაუნის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხული ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტები და ამავე საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელები, რომლებიც აშშ-ს „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სასწავლებლად გაემგზავრნენ.

2014 წლიდან - დღემდე, ბაზისბანკი პასკალის პრემიით აჯილდოვებს ახალგაზრდა მეცნიერებს.

პასკალის პრემიის მიღება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ყველა იმ ახალგაზრდა მეცნიერს შეუძლია, რომელსაც  მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული Thomson Reuters-ის ბაზაში შემავალ თემატურ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში.

ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, ყოველწლიურად იმართება ილიაუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიები. გამონაკლისი არც 2023 წელი იყო და 29 ივლისს, უნივერსიტეტის E კორპუსის ღია სივრცეში, კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და სიტყვით მიმართეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო დობორჯგინიძემ და საბაკალავრო პროგრამის რამდენიმე კურსდამთავრებულმა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი, სიმბოლურად, ქუდების ცაში ასროლით დასრულდა. 

„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ახალი თაობისა და განათლების სფეროს მუდმივი მხარდამჭერია. განათლების მხარდაჭერის პრიორიტეტული პროექტების ფარგლებში, უკვე 15 წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგული პარტნიორი ვართ, რაც გამოიხატება ყოველწლიურად განხორციელებულ ერთობლივ პროექტებში და მომავალშიც არაერთხელ ვიტყვით მნიშვნელოვან სიტყვას მომავალი თაობის განათლებისა და წახალისების მიმართულებით“,- აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics