04:42 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 14:30:42, 860 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანულაში მდინარის კალაპოტის დაბინძურებული მონაკვეთი დაასუფთავა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მდინარე გლდანულის კალაპოტის დაბინძურებული მონაკვეთი დაასუფთავეს. ტერიტორია სპეცტექნიკის საშუალებით სამშენებლო ნარჩენისა და საყოფაცხოვრებო ნივთებისგან გაიწმინდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე გაეცნენ.

„კიდევ ერთი დასუფთავების აქცია ჩავატარეთ გლდანის რაიონში, კონკრეტულად, გლდანულაში, N8 კორპუსის მიმდებარედ. ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიის გაწმენდას ითხოვდა და, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაგირებაც მყისიერი იყო. მდინარის კალაპოტში სამშენებლო ნარჩენისა და გამოუსადეგარი ავეჯის გადაყრა დაუშვებელია. სამწუხაროდ, დამონტაჟებული ფოტოხაფანგებიც მოიპარეს, თუმცა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ აუცილებლად გაკონტროლდება მიმდებარე ტერიტორია“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

„თბილსერვის ჯგუფის“ პოლიგონზე სამშენებლო ნარჩენის კანონიერად განთავსების შესახებ მოქალაქეებს სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics