07:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-24 14:57:51, 737 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციური სივრცე ფოტოგრაფის და დიზაინერის ირმა შარიქაძის ბრენდის - Irma De Flore-ის ახალ, ექსკლუზიურ კოლექციას მასპინძლობს

"თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მომხმარებელს ქართული და უცხოური ბრენდების გამორჩეულ კოლექციას სთავაზობს, 25 ივლისიდან, ვიზუალური არტისტის, ფოტოგრაფის და დიზაინერის ირმა შარიქაძის ბრენდის - Irma De Flore-ის აჭარული ნაქარგობის მოტივებზე შექმნილ კოლექციის წარდგენას უმასპინძლებს. 

კოლექცია, რომლის დათვალიერებას და შეძენას ექსკლუზიურად "თიბისი კონცეპტის" სივრცეში შეძლებთ, აერთიანებს პროექტ „აჭარული მზითვის ფერის” ფარგლებში გადაღებულ ფოტონამუშევრებს და აჭარელი ქალების მიერ ხელით მოქარგულ კაფსულა კოლექციას - მაისურებს, ჩანთებს, ბალიშებს და სხვა.
 
აჭარული ნაქარგობა ქართული ტრადიციული რეწვის ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა. აჭარულმა ნაქარგობამ, როგორც აჭარელი ქალის ყოველდღიურობის განუყოფელმა ნაწილმა, თავისი მნიშვნელობა დაახლოებით 30 წელია რაც დაკარგა. 2020 წელს, ქარგვის ტრადიციას მთიან აჭარაში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

"თიბისი კონცეპტის" მხარდაჭერით არაერთი ინიციატივა განხორციელდა. თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურმა სივრცემ, გასულ წლებში, აჭარული ნაქარგობის თემაზე ირმა შარიქაძის ფოტონამუშევრების გამოფენას, დოკუმენტური ფილმის - „აჭარული მზითვის ფერი" - ჩვენებასა და პანელურ დისკუსიებს უმასპინძლა. 

მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, "თიბისი კონცეპტში" წარდგენილი კოლექციიდან, შეარჩიონ სასურველი ნივთები და "თიბისი კონცეპტ" ბარათით გადახდისას დაიბრუნოს გადახდილი თანხის 15%. 

კოლექციის წარდგენა: 25 ივლისი | 19:00 საათი. 

მისამართი: "თიბისი კონცეპტის" მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics