12:47 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 14:59:14, 829 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - პრეზიდენტზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები „არა და არასდროს“ უკან წაიღოს

ზურაბიშვილზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები "არა და არასდროს" უკან წაიღოს, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც თავის დაღწევა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.

"რა თქმა უნდა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზურაბიშვილზე, რომ მან სიტყვები უკან წაიღოს "არა და არასდროს", ზეწოლა გაგრძელდება უფრო მძლავრი, თუმცა მე მგონია, რომ იმდენად მყარი პოზიცია აქვს დაფიქსირებული თავის დროზე პრეზიდენტს, რომ ამ სიტყვების უკან წაღება გაუჭირდება და გვარამიას "ქეისიდან" განსხვავებით აქ მისი გადაწყვეტილება ისეთი, როგორიც მასზე ზეწოლის ავტორებს სურთ ალბათ არ იქნება, თუმცა ეს ვარაუდია მხოლოდ. რაც უფრო პრინციპულ პოზიციაზე დარჩება საქართველოს პრეზიდენტი თავის პოზიციაზე, მით უფრო გაძლიერდება მის მიმართ ზეწოლა",- განაცხადა მდინარაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics