10:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-19 11:47:56, 685 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწყებს

ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ბარათაშვილის ხიდიდან ჩამომსვლელ პანდუსზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა - LED სანათების მონტაჟი დაავალა.

„მინდა, ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დავავალო იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება. მგონი, რომ ქალაქის ცენტრში ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც ჩაბნელებულია და განათებების მხრივ პრობლემა არსებობს. ამიტომ, დავიწყოთ სამუშაოები რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება დროულად მოწესრიგდეს ყველაფერი. კონკრეტულად მშრალი ხიდიდან ბარათაშვილის ხიდამდე არსებული საგზაო მონაკვეთი მთლიანად უნდა მოვაწესრიგოთ. ამასთან, იუსტიციის სახლის წინ არსებულ სივრცეში არის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი გამწვანების სამუშაოები ჩატარდეს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics