15:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 16:02:43, 1180 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტარები ჰააგის სასამართლოს მოუწოდებენ, ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ჰააგის სასამართლოს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავების ორდერი გასცეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბელარუსი პასუხისმგებელია უკრაინისთვის მიყენებულ ზარალსა და ომის დანაშაულებზე.

დოკუმენტში ევროდეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, მიიღონ ყველა საჭირო ნაბიჯი საერთაშორისო დონეზე, რათა დაიწყოს ბელარუსის იმ პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და გენოციდზე.

იმის გამო, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) უკვე გასცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ICC-ს, ასევე გასცეს ლუკაშენკოს დაკავების ორდერიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics