|
2023-07-17 17:17:35, 912 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე - წინანდლის შეკრებაზე ვიხილეთ მშვილდაძე, რომელმაც არ ვიცი, გადაიფიქრა რომ მედია მენეჯერია და პოლიტიკოსობს, თუ აღიარება მოხდა, რომ რეალურად პოლიტიკოსია და არა მედია მენეჯერი
პირადად ჩემი მოწვევის დროს ინფორმაცია იყო, რომ პოლიტიკოსები არ უნდა დასწრებოდნენ, თუმცა მერე იქ ვიხილეთ ისეთი ადამიანები, როგორიც არის მიშა მშვილდაძე, რომელმაც არ ვიცი, გადაიფიქრა რომ მედია მენეჯერია და ახლა პოლიტიკოსობს, თუ უბრალოდ აღიარება მოხდა იმისა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ რეალურად ეს პოლიტიკოსია და არა მედია მენეჯერი- ეს გასარკვევია, თუ ერთი და იგივე ღონისძიებაზე ვსაუბრობთ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც სარჯველაძე განმარტავს, "თავად არ სჯერა, რომ წინანდლის შეკრებაზე საუბარი ყოფილიყო ჰუმანიტარული პრობლემის განხილვაზე". „თავიდან ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომ ხელისუფლებაც თუ მმართველი პარტია იყოო მიწვეული, თუმცა ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ ის რაც რამდენიმე დეპუტატმა, და არა პარტიამ, მივიღეთ მოსაწვევის სახით, ეს და ის ღონისძიება, რომელიც გაშუქდა, ერთი და იგივე იყო. სხვა ღონისძიების შესახებ სიმართლე გითხრათ წინასწარ ინფორმირებული ნამდვილად არ ვყოფილვარ. რაც შეეხება საკითხს, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დიდ ჰუმანიტარული პრობლემების განხილვაზე იყო საუბარი, გულწრფელად გითხრათ არ მეჯერება, რომ იგივე ბაკურიანის შეხვედრების მონაწილე მშვილდაძის, როგორც პოლიტიკოსის მონაწილეობით გამართული შეხვედრა, მაინცდამაინც ჰუმანიტარული პრობლემის განხილვაზე იყოს კონცენტრირებული. მეტად მოსალოდნელია, უფრო სხვა ტიპის პრობლემებზე იქნებოდა იქ აქცენტი იმ შემადგენლობის პირობებში, რა შემადგენლობასაც ვადევნებდით თვალს და ინფორმაციის სახით გაირკვა. რასაკვირველია, ეს ყველას არ ეხება იმიტომ, რომ იქ შეიძლება ისეთი მონაწილეები იყვნენ, რომლებიც ამ წრეში თვითონ არ მოიაზრებენ ამ ადამიანებს, მაგრამ მიშა მშვილდაძის მონაწილეობა რასაკვირველია, ამაზე მანიშნებელი და მიმანიშნებელი შეიძლება ნამდვილად იყოს“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)