15:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 16:43:42, 1078 ნახვა

მსოფლიო
ლაიენი - მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს „მარცვლეულის შეთანხმების“ შეწყვეტის შესახებ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერების შესახებ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ცინიკურ ნაბიჯს უწოდებს.

როგორც ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, "ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები" გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას.

"მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების" შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. "ევროკავშირის სოლიდარობის ბილიკები" გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას",- წერს ლაიენი Twitter-ზე.

ცნობისთვის, დღეს, 17 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

"მარცვლეულის შეთანხმება", რომელსაც ვადა დღეს ეწურება, გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics