13:52 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 15:27:56, 1223 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი პოლონელ ექიმზე - შესაძლოა, სხვა განზრახვები ჰქონოდათ - დრო გვაჩვენებს

ალბათ, რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები, შესაძლოა, ჰქონოდათ მათ - ამას დრო გვაჩვენებს, რა იდგა ამ ნიმუშების დამალვის იდეის უკან,- ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პოლონელი ექიმი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას მალულად, ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, "საკითხი თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია".

"უბრალოდ სამარცხვინოა რაც მოხდა, მე ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი. თავადვე მათ მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა თქვენ იხილეთ კადრები, ჩვენ ვალდებული ვიყავით, გაგვევრცელებინა ის კადრები, როცა დამალეს ის ნიმუშები, რაც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ.

ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს კიდევ ერთხელ, რომ ეს საკითხი არის პოლიტიზებული თავიდან ბოლომდე. ალბათ, რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები, შესაძლოა, ჰქონოდათ მათ - ამას დრო გვაჩვენებს, რა იდგა ამ ნიმუშების დამალვის იდეის უკან, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში",- თქვა პრემიერ-მინისტრმა. 

ცნობისთვის, გუშინ, 14 ივლისს სპეციალურმა  პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და ვიდეოკადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა "გაუგებარ ინციდენტს", კერძოდ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics