14:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 14:31:15, 866 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ ტექნოლოგიური პროექტ DATA BOOTCAMP-ის მხარდამჭერია

"თიბისის" განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, 10-17 ივლისს, გურჯაანში DATA BOOTCAMP ტარდება. 

პროექტი, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებულ 15 წელს ზემოთ ახალგაზრდებს, შესაძლებლობას აძლევს, კვირეულის ფარგლებში დაესწრონ AI, ML, Computer Vision-ის ინტენსიურ ტრენინგებს და გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით. 

17 ივლისს შემაჯამებელი დემო დღე გაიმართება, სადაც მონაწილეები პრეზენტაციებს წარადგენენ და გამარჯვებულები გამოვლინდებიან. მონაწილეებს  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტების მიერ გადამზადებული ქართველი წამყვანი სპეციალისტები შეაფასებენ.

"თიბისის" მხრიდან, მონაწილეებს,  MLOps ინჟინერი ჯულია შავკაციშვილი შეაფასებს.

გამარჯვებულები, "თიბისის" Data Academy-ს ფარგლებში, მონაცემთა დამუშავების, პრაქტიკული გადამზადების ორ კვირიან კურსებს გაივლიან.

DATA BOOTCAMP გურჯაანში, ზუგდიდში, ბათუმსა და თბილისი ეტაპობრივად ოთხი თვის განმავლობაში ჩატარდება და ჯამში 150-ამდე ახალგაზრდა მონაწილეს უმასპინძლებს. 

"თიბისისთვის" ახალი თაობის მხარდაჭერა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა. "თიბისი", როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Data Bootcamp-ის მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კომუნაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას და მომავალ თაობაში ტექნოლოგიურ სფეროში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics