16:49 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-11 10:14:37, 1044 ნახვა

მსოფლიო
სუნაკი - თურქეთის გადაწყვეტილება ისტორიული მომენტია ნატოსთვის - მოუთმენლად ველით შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას

ეს არის ისტორიული მომენტი ნატოსთვის,- ასე ეხმაურება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაა თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

როგორც სუნაკი Twitter-ზე წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების გარანტიებს ზრდის.

„ეს არის ისტორიული მომენტი ნატოსთვის, რომელიც ყველას უფრო უსაფრთხოს გვხდის.

მოუთმენლად ველით შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას“,- წერს სუნაკი.

ცნობისთვის, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, მხარი დაუჭიროს შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას.

სტოლტენბერგის თქმით, თურქეთის ლიდერი შვედეთის წინადადებას ანკარაში პარლამენტს გადაუგზავნის და "რატიფიცირებას უზრუნველყოფს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics