|
2023-07-10 17:12:59, 793 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ქარქაშაძე საქართველოსა და ყირგიზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით ყირგიზეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აზერბაიჯანსა და საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, კაირატ ოსმონალიევთან შეხვედრაზე საუბარი ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შესაძლო დაწყებას შეეხო. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ქუთაისსა და ბიშკეკს შორის შესაძლო საჰაერო მიმოსვლის დაწყება. „ცენტრალური აზიის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო კავშირებით ქონა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ყირგიზეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ხელშეწყობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მგზავრთნაკადის ზრდის გამო, ქუთასისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. ელჩს დავპირდით, რომ მოვძებნით შესაძლებლობების გზებს როგორც ქართულ, ისე ყირბიზულ ავიაკომპანიებს შორის რათა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის კუთხით შედგეს“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. აეროპორტების გაერთიანების ცნობითვე, ამ ეტაპზე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები არ სრულდება. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ყირგიზეთიდან 3,432 ვიზიტორი ეწვია. 2022 წელს კი 14,218 ვიზიტორი, რაც 7 %-ით არის გაზრდილი 2019 წელთან შედარებით. ყირგიზეთის ელჩთან აეროპორტების გაერთიანების სათაო ოფისში გამართულ შეხვედრას საქართველოში ყირგიზეტის საპატიო კონსული არჩილ მაზიაშვილი და აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნეს განვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი ესწრებოდნენ.
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)