21:00 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-28 10:41:27, 1710 ნახვა

ომი უკრაინაში
ლიეტუვა უკრაინას NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორ გამშვებ სისტემას გადასცემს

ლიეტუვა უკრაინას NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორ გამშვებ სისტემას გადასცემს. აღნიშნულის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა Twitter-ზე წერს.

ნაუსედას თქმით, აგრესორთან საბრძოლველად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა საკვანძო საკითხს წარმოადგენს.

"ლიეტუვამ NASAMS-ის ორი გამშვები სისტემა შეიძინა და უკრაინას გადასცემს.

აგრესორთან საბრძოლველად ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა საკვანძო საკითხს წარმოადგენს.

მოუთმენლად ველით უფრო კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებას უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ვილნიუსში ნატოს სამიტზე. ერთად გამარჯვებამდე!",- წერს ნაუსედა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics