22:28 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-22 09:16:51, 1503 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ გვაქვს წინსვლა

სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ გვაქვს წინსვლა,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით წინ წაიწიეს.

"ფრონტი. სასტიკი ბრძოლები. სამხრეთი - ვანადგურებთ მტერს. დონეცკის ოლქი - ვანადგურებთ მტერს. კუპიანსკის მიმართულება - რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა, გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო! აღმოსავლეთში თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ.

სამხრეთში ჩვენ წინ მივდივართ. აღმოსავლეთში ჩვენი თავდაცვა მყარდება. განსაკუთრებით მადლობელი ვარ, ბიჭებო, ყოველი ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენისთვის... თითოეული ჩამოგდება მნიშვნელოვანია.

უკრაინასთან მუშაობა ნიშნავს, უკრაინისა და უკრაინელების გჯეროდეს. სამყარო ჩვენთანაა, მიუხედავად ყველაფრისა, რასაც ბოროტი სახელმწიფო ცდილობს ჩვენს წინააღმდეგ.
დიდება უკრაინას!",- განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics