2023-06-21 19:16:30, 1534 ნახვა
ომი უკრაინაში
ლატვია თავისი შვეულმფრენების მთელი ფლოტის უკრაინაში გასაგზავნად ემზადება
ჩვენ გვაქვს შვეულმფრენების ფლოტი, ყველა ეს ვერტმფრენი - ეს უკანასკნელი ახლა ხელახლა იღებება, შემდეგ ჩვენ მათ ვაგზავნით უკრაინაში, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ლატვია უკრაინის გვერდით იდგება, რაც საბოლოო გამარჯვებით დასრულდება.
''ჩვენმა მთავრობამ, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 1,3%-ზე მეტი უკრაინის დახმარებაზე დახარჯა, საიდანაც 1%-ზე მეტი მხოლოდ სამხედრო საჭიროებებისთვისაა. ასე რომ, ყველა ჩვენი Stinger რაკეტა ახლა უკრაინაშია. ჩვენ გვაქვს შვეულმფრენების ფლოტი, ყველა ეს ვერტმფრენი - ეს უკანასკნელი ახლა ხელახლა იღებება, შემდეგ ჩვენ მათ ვაგზავნით უკრაინაში.
ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით,... და ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება უკრაინას!" - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,