23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-14 17:12:08, 801 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკო - თუ ვლადიმერ პუტინს „კუთხეში მიიმწყვდევენ“, ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს

თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადემირ პუტინს "კუთხეში მიიმწყვდევენ", ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა.

როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, ნატოს მაღალჩინოსნები ჯერ კიდევ მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ, მაგრამ ამავდროულად, მისი ძალიან ეშინიათ.

"ისინი [ნატოს წევრები] ჯერ კიდევ მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ, მაგრამ მისი ძალიან ეშინიათ. ეს ზუსტად ვიცი... შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ამაში მეორეხარისხოვან როლს არ თამაშობენ და იღებენ რადიკალურ, კარდინალურ და საბოლოო გადაწყვეტილებებს საჭიროების შემთხვევაში. მათ ამის ყველაზე მეტად ეშინიათ, გულწრფელად ყველა ამას ამბობს - ბირთვული კატასტროფა. მათ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ეშინიათ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთმა ეს ჩაიდინოსო და ა.შ. ეს ბუნებრივია, არც ჩვენ გვინდა, ჩვენც გვეშინია, ცხოვრება გვინდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამან, შესაძლოა, მსოფლიო კატასტროფამდე მიგვიყვანოს. დედამიწა შეიძლება ორბიტას მოწყდეს, მთელი ეს იარაღი თუ აფეთქდება", - განაცხადა ლუკაშენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics