2023-06-13 19:06:03, 1524 ნახვა
ომი უკრაინაში
WSJ - აშშ უკრაინისათვის გაღარიბებული ურანის შემცველი სატანკო ჭურვების გადაცემას გეგმავს
აშშ უკრაინისათვის გაღარიბებული ურანის შემცველი სატანკო ჭურვების გადაცემას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გაზეთი The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, ამერიკელ მაღალჩინოსანთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ამგვარი ჭურვების გადაცემისთვის სერიოზული წინააღმდეგობა არ არსებობს.
ხოლო თეთრი სახლის რამდენიმე ოფიციალურმა პირმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აშშ შეიძლება გახდეს ღია კრიტიკის სამიზე ისეთი ჭურვების გაგზავნის გამო, რომელიც შეიძლება შეიცავდეს რისკებს გარემოსა და ჯანმრთელობისთვის.
გამოცემა წერს, რომ ჭურვები გაღარიბებული ურანით ბევრად უფრო ეფექტურია ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ, მათივე ინფორმაციით, თეთრი სახლი ასევე მსჯელობს უკრაინისთვის კასეტური ჭურვების შესაძლო გადაცემაზეც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,