16:43 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-06 11:03:56, 669 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - კეზერაშვილი ცდილობს იმავეს, რასაც ეცადნენ „მიშა კვდებას“ თემაზე - დახარჯეს ფული, რათა ქვეყნის რეპუტაცია შეელახათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ, ამერიკულ საკომუნიკაციო/ლობისტურ ფირმა Cornerstone Government Affairs-თან გაფორმებული კონტრაქტი სინამდვილეში დავით კეზერაშვილის იმიჯის გამყარებას ემსახურება. 

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციურმა ძალებმა უკვე სცადეს ფულის დახარჯვა ქვეყნის რეპუტაცია რომ შეელახათ სააკაშვილის თემით, რაც არ გამოუვიდათ და არც ამჯერად გამოუვათ. 

„ტელეკომპანია „ფორმულა“ აქ არაფერ შუაშია. იცით, რომ კეზერაშვილი გამოვლენილია კონკრეტულ თაღლითობაში. ამაზე საერთაშორისო გამოძიებაც მიმდინარეობს. გარდა ამისა, „ბი-ბი-სის“ ჰქონდა ჟურნალისტური გამოძიება უამრავი გაუბედურებული ადამიანის შესახებ. ამ ყველაფრის შემოქმედი გახლდათ კეზერაშვილი. ახლა კი, ეს ადამიანი ცდილობს იმავეს, რასაც ეცადნენ „მიშა კვდებას“ თემაზე.  ამაში უზარმაზარი ფული დახარჯეს, რათა ქვეყნის რეპუტაცია შეელახათ, ჩვენი ქვეყანა გაეშავებინათ. რა თქმა უნდა, საზოგადოება ყველაფერს კარგად  ხედავს და მათ არაფერი გამოუვიდათ. იგივე იქნება ახლაც“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics